sagarejos municipaliteti  
  

 

 

sagarejos municipaliteti - anToki

სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (გიორგიწმინდის თემი). მდებარეობს მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 840 მეტრი, საგარეჯოდან 6 კილომეტრი.

istoria

არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ სოფლის ტერიტორია ადამიანის საცხოვრისს უძველესი დროიდან წარმოადგენდა. ბუნებრივი პირობები აქ ხელს უწყობდა მევენახეობის, მემინდვრეობის, განსაკუთრებით, მეცხოველეობის განვითარებას.

საქართველოს ერთიანობის ხანაში ანთოკი საკათალიკოსო სოფელია. ასეთად ჩანს იგი მომდევნო ხანებშიც. სიგელგუჯრებში ხაზგასმულია, რომ ანთოკზე, კათალიკოსის გარდა, „სხვას არავის ხელი არა აქვს.“ XVII საუკუნეში, მტრის გამუდმებული შემოსევების შედეგად, სოფელი გაპარტახებულა და მოსახლეობაც საგრძნობლად შეთხელებულა. მოგვიანებით ანთოკის მოსახლეობა, თიანეთიდან ჩასახლებულების ხარჯზე, კვლავ გაზრდილა. XVII-XVIII საუკუნეებში სოფელი რუსთავის სადროშოში შედიოდა და ბრძოლის დროს რუსთაველი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ დგებოდა.

საბჭოთა პერიოდში ანთოკი გაერთიანებული იყო გიორგიწმინდის სარძეო-სასაქონლო მეურნეობაში. აქ ფუნქციონირებდა ფერმა-ქარხანა, რომელიც რძის პროდუქციას უშვებდა. სოფელში ამჟამად წამყვანი დარგებია მეცხოველეობა და მეფრინველეობა.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 73 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 75 31 44
2014 73 37 36

RirSesaniSnaobebi

 

 

foto galerea

რეგიონი კახეთის მხარე
ადმ. ცენტრი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°44`30″ ჩ. გ. 45°22`38″ ა. გ.
თემი გიორგიწმინდა
ცენტრის სიმაღლე 840 მ
მოსახლეობა 73 კაცი (2016)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 3803

 

 

საგარეჯოს გერბი საგარეჯოს დროშა